საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა. ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბრიელიუს ლანდს ბერგისთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობას და ლიეტუვას ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში მიმდინარე პრიცესების ფონზე და პარტნიორების ერთიან პოზიციას, რომ არ გადაიხედება ალიანსის გადაწყვეტილებები, ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ნატოს ღია კარის პოლიტიკა და ქვეყნების სუვერენული არჩევანი შეუერთდნენ უსაფრთხოების ალიანსს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან და სეიმის სპიკერთან ვიქტორია სმილიტე-ნიელსენტთან.
დავით ზალკალიანი ასევე დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს და ლიეტუვაში ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავს.