დავით ზალკალიანი, საქართველოსი ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პიჩენოვიჩ ბურიჩს შეხვდა. როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარების შესახებ, რაც საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება.
ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავმჯდომარეობას უკავშირდება.