"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპასთან თავისუფალი გადაადგილების სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი გზით გამოყენება არ მოხდეს, საზოგადოებას სწორი გზავნილი გაეგზავნოს, პედაგოგების როლი კი ამ მიმართულებით განსაკუთრებულია", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა.
სასახლეში სემინარი "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ" გაიხსნა, რომელზეც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მინისტრმა მიმართა.
გარდა ამასა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების შესახებ.