საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე, მაქსიმალურად აამოქმედებენ მათ ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს. ასევე მისი თქმით საქართველოს ყველა ელჩს დავალებული აქვს, რომ მომხდარის შესახებ აცნობონ საერთაშორისო პარტნიორებს.