ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია ჩაყენებული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ე.წ.მესაზღვრეების მიერ სოფელ ჭვრინისში მცხოვრები არასრულწლოვნის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. გუშინე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას, მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს.