დავით ზალკალიანი დავით გარეჯის საკითხზე - ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში - Palitra News

დავით ზალკალიანი დავით გარეჯის საკითხზე - ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში

2019-12-23 13:04:57+04:00

ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, შეთანხმდება თარიღები და ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. მისივე თქმით, აუცილებელია აზერბაიჯანთან სტატუს-კვოს დაბრუნებაზე დაიწყოს საუბარი.