საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ ორ კვირაში გაფართოვდეს ქვეყნების სია რომლებთანაც საქართველო საზღვრებს გახსნის. მისი თქმით, იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩამოვლენ, წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი, სადაც მითითებული იქნება, საქართველოში რა ადგილზე იქნებიან განთავსებული, რათა იყოს შესაძლებლობა, შესაბამის სამსახურებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესაბამისად ჰქონდეთ მათზე წვდომა. ზალკალიანის თქმით, უწყებას მუდმივი კომუნიკაცია აქვს ევრკავშირის ქვეტნებთან, რომ ორმხრივად მოხდეს არსებული სიების გაფართოება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ფრენებთან დაკავშირებით უკვე კომუნიკაციაში არის ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის ავიაკომპანიებთან.