დავით ზალკალიანი ირაკლი ალასანიას დაკავების დაგეგმვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. კითხვაზე, იყო თუ არა ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, პასუხის გაცემისგან ზალკალიანმა თავი შეიკავა. შეგახსენებთ, პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი ალასანიას დაკავება იგეგმებოდა. ამასთან აღნიშნული გადაცემაში „ნიუსრუმი“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამაც დაადასტურა.