„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის პროცესი ყველა შემთხვევაში შესაჩერებელია, ვინაიდან, თუკი რაიმეზე მიუთითებს შარლ მიშელის შეთანხმება პირდაპირ, ყოველგვარი ეჭვების და კითხვების გარეშე, ეს ისაა, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს და შემდგომ დაიწყოს კონკურსი თავიდან. როგორც უსუფაშვილი ამბობს, არგუმენტი არ არსებობს, რომ რომელიმე მოსამართლე სწრაფად არის დასანიშნი.