დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და ხელისუფლებას 3-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. რესპუბლიკელების ყოფილმა ლიდერმა საზოგადოებას სამოქალაქო-პოლიტიკური ინიციატივები და მათი ფართო პარტნიორობის ფორმატში განხორციელების გეგმა გაააცნო. "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა,რომ მათი მთავარი ამოცანა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება იქნება. უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაც დაანონსა და განაცხადა რომ მისი ფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე მოხდება.