დავით უსუფაშვილი სარეზერვო ფონდების გაუქმებას ემხრობა, ამის მიზეზად კი იგი მიზნების მკაფიო ჩამონათვალის არ არსებობას ასახელებს. უსუფაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს კანონში ცვლილება შევიდა და ჩამონათვალი "წაიშალა", თუ რისთვის უნდა დახარჯულიყო სარეზერვო ფონდიდან თანხები, რის შემდეგაც მისი შეფასებით, "საქმე მახინჯად წავიდა". შეგახსენებთ, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მცირდება, სარეზერვო ფონდი კი, მთლიანად უქმდებ