ყველა, ვინც უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სიას მხარს უჭერს, მხარს უჭერს ივანიშვილის მოსაზრებას და არა - საკუთარს , - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პალიტრანიუსს განუცხადა. მისი შეფასებით აღნიშნული სია არა თუ პარლამენტამდე არამედ იუსტიციის უმაღლეს საბჭომდეც კი ვერ მიაღწევდა ივანიშვილის დასტურის გარეშე. უზენაესი სასამართლოს 10 კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დეკემბერში წარუდგინა, რასაც ქართულ ოცნებაში განხეთქილება მოყვა. საბოლოოდ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა უმრავლესობამ კი საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადადო.