დავით უსუფაშვილი პოლიტიკას უბრუნდება. მომავალ კვირაში ახალი გაერთიანება გამოჩნდება, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას და მერობის კანდიდატად, სავარაუდოდ, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს წარადგენს.არსებული ინფორმაციით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს თავისუფალ დემოკრატებთან, ასევე არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან.