"პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები, არის უთავო მთავრობის ერთი კონკრეტული გამოვლინება", - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" პანკისში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანები კომპეტენტურნი არ არიან. მისივე თქმით, ამ მოლენებმა გვაჩვენა, რომ პრემიერი სხვადასხვა უწყებების საქმიანობის კოორდინაციას ახდენს.
"შენების მოძრაობის" ლიდერი, დღეს არსებულ პრობლემებს შორის პოლიტიკური ხედვის არასებობასაც ასახელებს. მისი თქმით, დღევანდელ დეპუტატებს პოლიტიკური პრობლემების განჭვრეტის უნარი არ შესწევთ.