პარტია „შენების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი სამომავლო პოლიტიკური პროცესების განვითარებაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობასაც ხედავს, თუმცა მისი თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360“ გრადუსი“ წამყვანის კითხვაზე:- არის თუ არა მოახლოებულ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატებთან დაკავშირებით მათსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კოორდინაციის შესაძლებლობა დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომ გამორიცხული არ არის.