10:04
22 სექტემბერი, 2017, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
დავით უსუფაშვილი - კონსტიტუცია არის იმ ტიპის მოვლენა, რომელსაც ცივილიზებული სახელმწიფოები ასე არ ეპყრობიან
07-09-2017

ევროპელებისთვის და არა მარტო ევროპელებისთვის, კონსტიტუცია არის იმ ტიპის მოვლენა, რომელსაც ასე არ ეპყრობიან ცივილიზებული ერები, სახელმწიფოები, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია და მათ ასეთ საკითხებში აქვთ ძალიან სერიოზული გავლენა არა მხოლოდ ევროსაბჭოს, ევროკავშირის სტრუქტურებშიც აზრის ფორმირების და ეს აზრი საკმაოდ მძიმეა. „მე თავად გახლდით ბრიუსელში ათიოდე დღის წინ და მქონდა საშუალება მესაუბრა ევროსტრუქტურის სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ეს საკითხი ყველასთვის არის საკმაოდ შემაშფოთებელი. შემაშფოთებელი ორი თვალსაზრისით, ერთი, რომ დემოკრატიული სტანდარტების აწევის ნაცვლად, რასაც ელოდნენ ევროსტრუქურები და დაედო საფუძვლად ასოცირების შეთანხმებას, მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი ძალისხმევის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმება, ეს ყველაფერი ქმნიდა იმ მოლოდინს, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმები განვითარდებოდა და წინ წავიდოდა. დღეს არის განცდა, რომ არის გარკვეული სახიფათო შეფერხება, ვინაიდან ეს ყველაფერი ეხება ქვეყნის ძირითად კანონს, კონსტიტუციას. ევროპელებისთვის და არა მარტო ევროპელებისთვის, კონსტიტუცია არის იმ ტიპის მოვლენა, რომელსაც ასე არ ეპყრობიან ცივილიზებული ერები, სახელმწიფოები, თუ მათ უნდათ, რომ ცივილიზებული სახელმწიფოები იყვნენ. კონსტიტუციის საფუძველზე ხდება ეროვნული კონსოლიდაცია ყველა სხვა საკითხზე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრობისას.

AutoPlay
ეს არის დიდი ტყუილის ისტორია, თავისი ლექსებით და სიმღერებით - გია ხუხაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
"ზუსტ თარიღს კაკულია გეტყვით" - გია ხუხაშვილის საარჩევნო პროგნოზები "360 გრადუსში"
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
"პაატა ბურჭულაძე შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია"
21-09-2017
"360 გრადუსი" - თემები: სკანდალი ფონდ "იავნანას" გარშემო; პრეზიდენტის ინიციატივა; საარჩევნო რეიტინგები
21-09-2017
კახა კოჟორიძე - ისტორიული შანსია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, მიიღოს კონსტიტუცია კონსენსუსით
20-09-2017
"შეიძლება უარესიც გამოიკვეთოს" - რა კომენტარს აკეთებს ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი აგორებულ სკანდალზე
20-09-2017
ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
სხვა სიახლეები