პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მზადაა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს. ამის შესახებ განცხადება მან რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „რეზიუმეში“ გააკეთა. შენების მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ შექმილ ვითარებაში მნიშვნელოვანია ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეთანხმდეს და პლატფორმის გარშემო გაერთიანდეს, თუმცა, თუ ეს ვერ შეძლებს, უსუფაშვილი მზად არის საპრეზიდენტო კანდიდატად კენჭი იყაროს. საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში ტარდება. საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე წელს ქვეყნის მეთაურის არჩევა პირდაპირი წესით ბოლოჯერ იქნება შესაძლებელი.