"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის "ქართულ ოცნებაში" დაბრუნების შეფასებისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე დასაბრუნებელი დარჩა ერთადერთი ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება მმართველ პოლიტიკურ ძალაში, ამავე ძალის მიერ პოლიტიკურად უკან გადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით "პატრიოტთა ალიანსს" საფუძველი აქვს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით იზეიმოს, ვინაიდან მათი პოლიტიკური ხედვები ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის.