„მედიაციის შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება - ასე შეაფასა ნამახვანი ჰესის პროექტის შესახებ მიმდინარე მედიაციის პროცესის მეორე შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა და ონლაინ ფორმატში ჩატარდა. მისი მსვლელობისას ის საკითხები განიხილეს, რომელთა მოგვარებაზეც მხარეები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მონაწილეობით ერთი კვირის წინ, მედიაციის პირველ შეკრებაზე შეთანხმდნენ.