არ მაქვს არანაირი განცდა, რომ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას მივიღებთ, - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით სუბელიანმა შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის შინაარსი იყო შემდგომი შეხვედრის ფორმატის და შინაარსის განსაზღვრა. „ჩვენ დეტალებში არ წავსულვართ. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შს მინისტრს აქვს ხედვა, რომ ის მოხმარების და ფლობის ნაწილში ცვლილებებს განახორციელებს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში რეალიზაცია დარჩება დასჯადი და რეალიზატორებთან ბრძოლა გაგრძელდება- განაცხადა სუბელიანმა.