ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კლინიკებს, რომლებსაც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა უფიქსირდებათ, სანქციები არ დაეკისრებათ. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კლინიკები მხოლოდ იმ საბიუჯეტო სახსრებს დააბრუნებენ, რაც არასწორად გახარჯეს.
"სანქციების გადახედვაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან სანქციები არც კი დაკისრებიათ, რაც არასწორად მიიღეს, ის უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში. ორმაგი ჯარიმა განულებულია",- განაცხადა სერგეენკომ.