ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვა შეწყდება. ჯანდაცვის სასწავლო ეროვნულ ცენტრში მინისტრის დახურული შეხვედრა გაფიცულ სოცმუშაკებთან დასრულდა. მისივე თქმით, არცერთი კითხვა შეხვედრაზე პასუხგაუცემელი არ დარჩენილა და ამდენად, მინისტრი ფიქრობს, რომ ხვალიდან სოცმუშაკების გაფიცვა შეწყდება. მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტროს აქვს დასახული სოცმუშაკების პრობლემების მოსაგვარებლად, უმეტესწილად მათთვის მისაღებია. კერძოდ, ხელფასების გაზრდა კანონით განსაზღვრულია და იგი დღეიდან 9 თვეში უნდა მოხდეს. სერგეენკოს თქმით, სოცმუშაკებს ხელფასი მოემატებათ და იგი 1200 ლარი იქნება.