დავით სერგეენკო პრეზიდენტის მოწოდებაზე - გაჭირვებული ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც მიმდინარეობდა - Palitra News

დავით სერგეენკო პრეზიდენტის მოწოდებაზე - გაჭირვებული ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც მიმდინარეობდა

2019-04-23 13:56:37+04:00

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების პასუხად განაცხადა, რომ სოციალური დახმარების დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასება, მისი თქმით ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მიმართავს, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების აღწერა სასწრაფოდ დაიწყოს.