არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. მედიაში გავრცელებული ცნობით, სერგეენკოს მიერ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება, სავარაუდოდ, დღეს გაკეთდება.
დავით სერგეენკოს შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარისას მმართველი გუნდის წევრები აღნიშნულს არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის უწყებაში გასულ კვირას ერთი საკადრო ცვლილება უკვე განხორციელდა. მინისტრის პირველ მოადგილედ ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა ახვლედიანი დაინიშნა.