„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე გადავიდა და საბურთალოს რაიონში შემაჯამებელ შეხვედრებს მართავს.
როგორც "პალიტრანიუსს" დავით სერგეენკო საარჩევნო შტაბიდან აცნობეს მაჟორიტარობის კანდიდატი ვაშლიჯვრის ამომრჩეველს შეხვდა და შეკრებილ საზოგადოებასთან ის მიმართულებები განიხილა, რომლებზეც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში გააგრძელებს მუშაობას.
დეპუტატობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა საზოგადოებასთან შეხვედრების და უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობას.