შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსია გასაზრდელია. ამის შესახებ, მინისტრმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისივე თქმით, სისტემა სამედიცინოდან სოციალურ ანუ საჭიროებაზე მორგებულ მოდელზე უნდა გადავიდეს და ამ გადასვლისას პენსიის თავიდან დათვლა უნდა მოხდეს.