დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს პოსტის შესაძლო დატოვოვებას ეხმაურებიან. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის , ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, სერგეენკო „კლანურ“ დაპირისპირებაში დამარცხდა.
როგორც ნაცვლიშვილი ამბობს უცნაური იქნება, თუ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა, კვლავ საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი დაინიშნოს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი გავრცელებულ ინფორმაციას სერგეენკოს პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სიყვარულის რესურსი ამოწურა და დავით სერგეენკო ამიტომ მიდის.