რასაც აკეთებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, მათზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი , - ასე პასუხობს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოზე დავით სერგეენკო „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ ჩანდა ის პანდემიის პერიოდში საჯაროდ.
მისი თქმით, მისი პოზიცია საჯარო გამოსვლებს არ ითვალისწინებდა.
მან ასევე პოზიტიურად შეაფასა პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემის მუშაობა, თუმცა, უარი თქვა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მუშაობის შეფასებაზე. სერგეენკო აღნიშნავს, რომ ის საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.