ელექტრონული რეცეპტის დანერგვა პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის შესაძლებლობასა იძლევა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პოლიპრაგმაზია მათთვის უცნობი არ არის და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს. მისი განმარტებით, თბილისში ელექტრონულ რეცეპტებზე დანერგილი სისტემა მოქმედებს, რომლის რაოდენობრივი ანალიზი, პრაქტიკულად, ყოველდღე კეთდება. მისივე თქმით, დარღვევებთან დაკავშირებით თვისობრივი ანალიზის გაკეთება სამი თვის თავზეა შესაძლებელი.