ე.წ. ჯიბიდან გადასახადები, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ისევ მაღალი რჩება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრი სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა და ამ მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები გააცნო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმართულებით, საინფორმაციო აქტივობა გაიზარდოს.