"პაციენტი არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა მასთან პალატაში" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომღუდუშაურის საავადმყოფოში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რასაც ეკლესიაც მიესალმებოდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა. სერგეენკომ აღნიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.