დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული გ.ჯ.-ს ადვოკატის, ეკა მაჭარაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაადასტურდა, რომ მიხეილ კალანდიასთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა ხორავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა კონკრეტულად ვინ იყვნენ ეს პირები, ამის იდენტიფიცირება ვერ მოხდა, ვინაიდან ადვოკატის თქმით, ამ პირებს გ.ჯ. არ იცნობდა. როგორც ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გ.ჯ-მ სასამართლოს ჩვენება მოწმის სახით მისცა.