ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა განაცხადა, სააპელაციო სარჩელი მათ 29 ივნისს შეიტანეს. დაცვის მხარე მოსამართლის განაჩენს მკვლელობის მცდელობის ნაწილში არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ გ.ჯ. სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით უნდა იყოს მსჯავრდებული.ასევე შეიტანა საკუთარი სააპელაციო სარჩელი მეორე მსჯავრდებულის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემაც. შარაშენიძის დაცვის ქვეშ მყოფ გ.ბ.-ს მსჯავრი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის დაედო. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ელ ივნისს, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიესაჯა, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს კი 9 წელი და 9 თვე.