14:11
15 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დავით როსტომაშვილის თავდასხმაში ბრალდებულის გაქცევის ფაქტზე პროკურატურამ სამ პოლიციელს ბრალი წაუყენა
24-06-2017

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს ბრალი წარუდგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის I ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, საქართველოს შს სამინისტროს შესაბამისი რაიონის თანამშრომლებმა ყაჩაღობის მიზნით განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს პირი, რომლის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბადრაგირება დაევალათ ამავე განყოფილების თანამშრომლებს, თანამშრომლები დაუდევრად მოეკიდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, რითაც ისარგებლა დაკავებულმა და ტერიტორიიდან მიიმალა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები