დავით ოთხმეზურის ახლობელი ანდრო მაისურაძე კვირის პალიტრასთან ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გონიერებას უნდა მოუხმოს.
"ეს არის სულში ჩაფურთხება სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან"- განაცხადა მან.
ანდრო მაისურაძე 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ მან ტელევიზიის საშუალებით შეიტყო.
ცნობისთვის, დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით ასლან ბეჟანიძე 2016 წელს დააკავეს. ის 12 წლის განმავლობაში ძებნაში იმყოფებოდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გამართლდა. ხოლო, უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ბეჟანიძემ პენიტენციური დაწესებულება 28 აგვისტოს დატოვა.