ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი გაზის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს.
ნარმანიას თქმით, ბუნებრივი გაზის სექტორის მიმართულებით კომპანიებს უწევთ ტარიფების გადახედვა, თუმცა მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არაა. ამასთან ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარფიები არ გადაიხედება რადგან ტარიფები სამი წლის ვადით არის დადგენილი.
ცნობისთვის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დავით ნარმანიას კანდიდატურას სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა.