თბილისის მერი ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მიწის ნაკვეთის გადაცემას ეხმაურება. დავით ნარმანიას განცხადებით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დეტალური კომენტარის გაკეთება მხოლოდ აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.