წამყვანი კომიტეტისგან მხარდაჭერა მივიღე და დარწმუნებული ვარ, სესიაზეც იქნება შესაბამისი მხარდაჭერა ასე გამოეხმაურა დავით ნარმანია იმ ფაქტს რომ მისი კანდიდატურა პარლამენტმა სემეკი-ს თავმჯდომარის პოსტზე უნდა განიხილოს.
ამასთან, ის გამოეხმაურა ტარიფების შესაძლო გადახედვის საკითხსაც და განაცხადა, რომ კომპანიებს ეტაპობრივად უწევთ ტარიფების გადახედვა, თუმცა რამდენად შეიცვლება ტარიფები, წინასწარ ამაზე პასუხს ვერ გასცემს.