დავით ნარმანია მზად არის, თბილისის მერის არჩევნებში მეორედ იყაროს კენჭი. დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, ვის შეარჩევს "ქართული ოცნება"- კვლავ დავით ნარმანიას თუ სხვა კანდიდატს.