საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით , დავით მოძმანაშვილს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ.თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს, რომელიც 2017 წლიდან უზბეკეთის სახელით გამოდის და ვისაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მძიმე წონაში დაკავებული მეორე ადგილისთვის ვერცხლის მედალი გადაეცა, დისკვალიფიკაცია მიესაჯა. უახლესი სამეცნიერო ანალიზის მეთოდებით 2012 წელს აღებული სინჯების საკონტროლო შემოწმებისას, მოძმანაშვილის სინჯს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.