"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის" დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას. მესხიშვილმა "პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის შედეგები" წარადგინა და აღნიშნა, რომ ტექინსპექტირების საკითხში ერთი კომპანია სარგებლობს პრივილეგიით. მესხიშვილი აღნიშნავს, რომ დარღვევებს ხედავს ყველა, მაგრამ რეაგირება არ ხდება ამ დარღვევებზე, რაც საბოლოოდ აზარალებს ავტომფლობელს, ვინაიდან იღებს არასწორ სერვისს.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ თუ არ მოხდა ცვლილებები და ეკონომიკის სამინისტრომ არ მოახდინა რეაგირება პრობლემებზე, ტექნიკური ინსპექტირება ფიქტიურ პროცესად გადაიქცევა.