"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ ლიცენზიით, რომელიც თბილისის მერიას აქვს დაწესებული, უკეთესი ტაქსის მიღების სანაცვლოდ, მიიღება უფრო ძვირი ტაქსი, თეთრი ფერით. მესხიშვილის თქმით, ტაქსების ბიზნესი გამსხვილდება და ჩავარდება რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელში, ხოლო თვითდასაქმებულები ან ამ ქოლგის ქვეშ მოექცევიან ან საერთოდ გავლენ ბაზრიდან, რადგან გაუჭირდებათ რეგულაციების დაძლევა.
როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია ტაქსების რეგულაციის გადახედვა, რადგან ტაქსით მომსახურება გაძვირებულია, რის გამოც დატვირთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მგზავრთნაკადის გაზრდისთვის მზად არ არის. შეგახსენებთ, რომ ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო.