ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს, დავით კოდუას კორონავირუსი დაუდასტურდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, „დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია ჰოსპიტალიზირებული. კოდუა საკანში მარტო იმყოფებოდა და მას სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. ცნობისთვის, დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.