ცოლისა და შვილის ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხარემ ის ვერ დაარწმუნა, რომ კოდუას მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.
კოდუას ბრალი 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი რაც ძალადობას გულისხმობს.