დაკავებულ დავით კოდუას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, შესაძლოა დღესვე მოხდეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაც. ბიზნესმენს ცოლის და ქალიშვილის მიმართ სავარაუდო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ედავებიან.
უფლებადამცველის განცხადებით, ბიზნესმენი თავს დამნაშავედ არ ცნობს, საქმეში არსებული მტკიცებულებები კი მის ბრალეულობას ვერ დაადასტურებს. ადვოკატი სასამართლოს დავით კოდუას გირაოთი განთავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.
შეგახსენებთ, პოლიციას დახმარებისთვის კოდუას მეუღლემ მიმართა, რომელსაც სახეზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა მან მოგვიანებით ჩვენება შეცვალა. ამის მიუხედავად ბიზნესმენის ცოლი შემაკავებელ ორდერს მაინც ითხოვს.