დავით კირკიტაძის სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. გადაწყვეტილება მომავალ კვირას გამოცხადდება, ხოლო მხარეებს სხდომის თარიღის შესახებ წინასწარ ეცნობებათ.გარდა აღნიშნული საქმისა, კირკიტაძის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული. კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. ამ საქმეზე კირკიტაძეს პატიმრობა აქვს შეფარდებული.