„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას აბსურდულ გადაწყვეტილებას უწოდებს. როგორც დეკანოიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, კირკიტაძესთან მიმართებაში ხელისუფლება შერჩევითი სამართლით ხელმძღანელობს. ის კირკიტაძესთან დაკაშირებით უმრავლესობის განცხადებებსაც აპროტესტებს და აცხადებს, რომ მათ არავინ კითხავთ როგორი მართლმსაჯულება იქნება ქვეყანაში.