ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბრალდებულმა დავით კირკიტაძემ წარდგენილი ბრალდება აღიარა. სასამართლო პროცესზე პროკურორის კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის წარდგენილ ბრალდებას, კირკიტაძემ აღნიშნა, რომ ველისციხის ინციდენტის დროს განვითარებული მოვლენები ყველამ იხილა.
"ავტობუსს, რომელიც ოპოზიციას ხელს უშლიდა არ ჰქონდა ამომცნობი ნიშანი და ამან გამოიწვია ის ფაქტი, რაც მოხდა. ჩემი განზრახვა, ვინმესთვის, რომ შურაცხყოფა მიმეყენებინა, არ ყოფილა", - განაცხადა კირკიტაძემ.
ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა კი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად ერთსაათიანი დრო ითხოვა.