"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე, რომლის სახლთანაც დღეს დილით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, საგამოძიებო უწყებაში მისვლას აღარ აპირებს. როგორც კირკიტაძემ "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა, თუკი მისი დაკითხვა უნდათ, სასამართლოში დაკითხონ. დღეს დილით კირკიტაძემ ასვე განაცხადა, რომ მასთან მისულ პოლიციას სახლის კარი არ გაუღო, რადგან საგამოძიებო უწყებაში მისვლას თავად აპირებს.