სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. როგორც კირკიტაძის სახლთან მისულმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ისინი კირკიტაძის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, სამართალდამცავები წავიდნენ. კომენტარი აღნიშნულ საკიტხზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც კირკიტაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის პოლიციაში მისვლას თავად აპირებს.